დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობა გარკვეულ პრობლემებს ქნის ავიარეისების მიღება-გაშვებისთვის. ბათუმის აეროპორტში დაგეგმილი ავიარეისების ნაწილი გაუქმდა, ხოლო ნაწილიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა.
ქუთაისში რეისები უკვე განახორციელეს ისრაელის ავიაკომპანიებმა: EL AL, arkia, isair.
რაც შეეხება ბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ცუდი ხილვადობის გამო აეროპორტში დაშვება ვერ განახორციელა აზერბაიჯანის ავიახაზებმა – AZAL-ი და ბორტი უკან, ბაქოში გაფრინდა.