მადრიდში ევროპაში ყველაზე მაღალი შენობის აშენებას აპირებენ. ის 20 მეტრით მაღლა იქნება ამჟამინდელ ლიდერზე – Varso Tower-ი.

ცათამბჯენი მადრიდის საქმიან უბანში Madrid Nuevo Norte-ში აშენდება. მასში განთავსდება საცხოვრებელი, საოფისე და სავაჭრო ფართები. მშენებლობა 2025 წელს დაიწყება. როდის დასრულდება, ჯერჯერობით უცნობია.

ახლა სიმაღლის მხრივ მსოფლიოში აბსოლუტური ლიდერი დუბაის ბურჯ ხალიფაა. მისი სიმაღლე 828 მეტრია.