ბათუმში უამინდობა და ცუდი ხილვადობა გრძელდება. რის გამოც დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი გადაიდო.

ისრაელის ავიაკომპანია EL AL-მა ბათუმი-თელ ავივის რეისის მგზავრები უკვე გააფრთხილა და მათი აყვანა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოხდება.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განმარტავენ,  EL AL-ის ცარიელი საჰაერო ხომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება 02:45 საათზე, მგზავრებს აიყვანს და თელ ავივის მიმართულებით 03:55 საათზე გაფრინდება. აღნიშნული რეისით ავიაკომპანია 186 მგზავრს წაიყვანს.