უახლოეს პერიოდში საქართველოს რკინიგზის “კოპიტნარის” სადგურისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაკავშირება მოხდება. როგორც დაანონსებული იყო სადგური და აეროპორტი ერთმანეთს შატლებით დაუკავშირდებიან, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქარველოს აეროპორტების გაერთიანება დააფინანსეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, საქარველოს მთავრობამ შესაბამისი პროექტი უკვე დაამტკიცა და მალე დაიწყება სადგურ “კოპიტნარის” რეაბილიტაცია და 1.5 კმ-იანი გზის მშენებლობა. 

“მთავრობამ დაამტკიცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და საქართველოს რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს ვახორციელებთ, ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში შევა ექსპლუატაციაში. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გარკვეულწილად დაგვეპარალელებინა ეს პროექტები. ანუ დღეს დამტკიცებული პროექტის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი “კოპიტნარის” სადგურთან დაკავშირებული იქნება. მოხდება ამ სადგურის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოახდენს კონკრეტული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია/მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს. სამუშაოები დაიწყება უახლოეს პერიოდში. რაც მთავარია დღეს დამტკიცდა პროექტი, რომელშიც სამი მხარე მონაწილეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველეყოფს შატლებით, უფასოდ, მგზავრების მომსახურებას. ანუ იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის, ძალიან სწრაფი და ეფექტური. სულ 1,5 კმ-ია, შატლები დახვდებათ მგზავრებს აეროპორტში და მიიყვანს რკინიგზის განახლებულ სადგურზე. ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს ტურისტულ და სანტრასპორტო-ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატება და კიდევ უფრო მეტს მიმზიდველობას შესძენს ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტს”, განაცხადა ნათია ურნავამ.