ავიაკომპანია British Airways-ის მგზავრმა საპირფარეშოში დატენილი პისტოლეტი დატოვა და ამით დიდი პანიკა გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mirror-ი ავრცელებს. თვითმფრინავის საპირფარეშოში, რომელაც ნიუ-იორკიდან ლონდონის მიმართულებით უნდა შეესრულებინა რეისი, იარაღი შემთხვევით აღმოაჩინეს. ბოლო დროს საავიაციო უსაფრთხოებაზე ბევრი საუბრობს და ამ მხრივ ბევრი კრიტიკოსიც არსებობს და ამ ფონზე თვითმფრინავში, სადაც იარაღის ატანა არ შეიძლება, მისმა აღმოჩენამ პანიკა გამოიწვია.

იარაღის – Glock 19-ის გარდა, საპირფარეშოში აღმოაჩინეს ასევე პასპორტები. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით გაირკვა, რომ იარაღი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის პირად მცველს ეკუთვნოდა. იქვე იყო კემერონის პასპორტიც. 

თვითმფრინავის მგზავრმა, რომელმაც ეს “ქონება” იპოვა, სასწრაფოდ ინფორმაცია მიაწოდა ბორტგამცილებელს. რეისი შესაძლო 1 საათით დაგვიანებით შესრულებულიყო, თუმცა გაირკვა რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ცოლთან ერთად ბიზნეს კლასით მგზავრობდა. მასთან ერთად იყო მისი პირადი მცველიც. 

მას შემდეგ, რაც მგზავრებში პანიკა დაიწყო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეეცადა მათ დამშვიდებას. როგორც გაირკვა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ბორტზე იარაღის ატანის უფლება აქვთ. მით უმეტეს, როდესაც საუბარია პრემიერ-მინისტრის დაცვაზე.

ინციდენტის შემდეგ პირად მცველს უფლებამოსილება შეუჩერეს. საქმეზე დაიწყო გამოძიება.