თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა რუსეთის მოქალაქეებზე ბილეთების გაყიდვა შეზღუდა. მათ აღარ შეეძლებათ ბილეთის შეძენა მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად, თუ დანიშნულების ან გამგზავრების ქალაქი რუსეთში არ არის. ეს კი გამოწვეულია რუსეთისთვის Visa და Mastercard-ის ბარათების დაბლოკვით.