თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა რეგულარული ფრენების დაწყების თარიღი ისევ გადაავადა. ბოლო განახლებით ავიაკომპანია შიდა რეისებზე ოპერირებას 4 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო რეისებზე ოპერირებას 10 ივნისიდან შეუდგება. 

“ჩემთვის ერთი კვირის წინ, რომ გეკითხათ გადამწყვეტ თარიღად (ფრენების განახლების თარიღი) 28 მაისს დავასახელებდი. თუმცა დაკვირვებების შედეგად თარიღი გადაიხედა. 4 ივნისი – შიდა ფრენების დაწყება, 10 ივნისი – საერთაშორისო რეისები”, განაცხადა Turkish Airlines-ის ხელმძღვანელმა ილკერ აუჩიმ.

მისი თქმით, ყველა ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მუშაობა დროულად დავიწყოთ. პირველ ეტაპზე, დაიწყება ფრენები უმსხვილეს ქალაქებს შორის. საწყის ეტაპზე საუბარია 12-14 მარშრუტზე.

”მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მათ, ვინც უკვე იყიდა ბილეთები. არ ინერვიულოთ, ყველა ბილეთი მოქმედია. ბილეთის თარიღის უფასო შეცვლა ძალაში 2021 წლის 31 დეკემბრამდე”, განაცხადა აუჩიმ.