ტამი ჯო შულცს “რკინის ნერვების მქონე” შეარქვეს, მან შეუძლებელი შეძლო და 148 ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა.
??? ტამი ჯო Southwest Airlines-ის პილოტი გახლდათ, ასრულებდა რეისს ნიუ-იორკიდან დალასის მიმართულებით, მაგრამ ავარიული სიტუაციის გამო, იძულებული გახდა, თვითმფრინავის ფილადელფიაში დაჯდომა ეთხოვა.
ბორტზე ჯოჯოხეთური სიტუაცია იყო: თვითმფრინავს აუფეთქდა ერთი ძრავა, რომლის ნაწილიც ილუმინატორს მოხვდა და ჩაამსხვრია, 1 მგზავრი ილუმინატორიდან გადავარდნას ხალხმა გადაარჩინა – ქალს ჩაეჭიდნენ და თვითმფრინავის ბორტზე მისი დაბრუნება მოახერხეს.
??? ერთადერთი ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე კონტროლი არ დაუკარგავს, იყო ბორტის მთავარი პილოტი – ტამი ჯო შულცი, აფეთქებული ძრავის შესახებ დისპეტჩერისთვის ინფორმაციის გადაცემისას ის მშვიდად ამბობს: “ძრავა აფეთქდა, ილუმინატორი ჩაიმსხვრა, მგონი ვიღაცა გარეთ გადავარდა.”
??? ავარიული დაჯდომა 30 წუთს გაგრძელდა, შულცმა სასწაული მოახდინა, ჩამოვარდნისთვის თითქმის სრულიად განწირული თვითმფრინავი დასვა ისე, რომ 148 ადამიანიდან არცერთი არ დაღუპულა!
✅ ტამი ჯო შულცს 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.

წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი