რამდენიმე დილეტანტური კითხვა პილოტს, რომელზეც პასუხი ბევრს აინტერესებს, მაგრამ კითხვის ერიდება. 

✅ კაბინაში არსებულ ყველა ღილაკზე დაგიჭერია თითი?
👉 კი, მაგრამ პილოტის კაბინაში ყველაფერი მკაცრი წესების დაცვით ხდება. ზოგიერთი ღილაკი მხოლოდ ტექნიკოსებისთვის არის განკუთვნილი.

✅ როგორ არ დავეჯახოთ ელვას?
👉 ელვის კერები ჩანს პილოტების ეკრანებზე, მათი შემოვლა შესაძლებელია, მაგრამ თვითმფრინავს მეხიც რომ დაეცეს, არაფერი საშინელი არ მოხდება, რადგან ის საიმედოდაა დაცული (მაგალითად, ფრთები აღჭურვილია მეხამრიდებით, თვითფრინავის მთლიანი კორპუსი დაფარულია დამცავი საფარით).

✅ როგორ არ დავეჯახოთ სხვა თვითმფრინავს?
👉 ყოველი თვითმფრინავი აღჭურვილია TCAS სისტემით, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ საჰაერო ხომალდები ერთმანეთს აარიდოს, თუ ისინი ერთი მიმართულებით მოძრაობენ, ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე ყოფნისას, ერთისთვის გაიცემა უფრო მაღლა აფრენის ბრძანება, მეორესთვის კი – სიმაღლის შემცირების, ეკრანზე ჩნდება მწვანე სექტორი, რომელშიც თვითმფრინავი უნდა მოექცეს.

✅ როგორი დამოკიდებულება გაქვს მგზავრების აპლოდისმენტების მიმართ?
👉 სალონიდან პილოტის კაბინაში ხმა თითქმის არ შემოდის, მაგრამ თუ ხალხს ტაშის დაკვრა უხარია, დაუკრან!

✅ რატომ არის ყუთი „შავი“?
👉 სინამდვილეში, ყუთი ნარიჯისფერია, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი ადვილად პოვნა რომ მოხერხდეს, „შავს“ კი, სავარაუდოდ, იმის გამო უწოდებენ ხოლმე რომ კატასტროფისას ეკიპაჟის წევრების სიცოცხლის ბოლო წუთების ჩანაწერებს ინახავს.

წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

✈️✈️✈️ რამდენიმე დილეტანტური კითხვა პილოტს, რომელზეც პასუხი ბევრს აინტერესებს, მაგრამ კითხვის ერიდება. ✈️✈️✈️✅…

Posted by საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი / Georgian Aviation University on სამშაბათი, 12 მაისი, 2020