თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ლოგო განაახლა. ახალ ლოგოტიპში თეთრი და ლურჯი ფერის ნაცვლად წითელი ფერი დომინირებს. ის 7 ხაზს აერთიანებს, რაც თავის მხრივ 7 კონტინენტის სიმბოლოა.
აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-მა მასშტაბური რებრენდინგი ბოლოს 2010 წელს განახორციელა, რაზეც ბრიტანულმა კომპანია Priestmangoode-მ იმუშავა. თუ რომელმა კომპანიამ იმუშავა 2019 წელს განხორციელებულ რებრენდინგზე კომპანიაში ამ დროისათვის არ ასაჯაროებენ.14
ლოტოტიპის ცვლილების ფონზე მოხდება თუ არა Turkish Airlines-ის საჰაერო ხომალდების გარე დიზაინის ცვლილება და მათზე ახალი ლოგოების დატანა, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ Turkish Airlines-ი თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანიაა, რომელიც სტამბოლშია ბაზირებული. ავიაკომპანია 220 საერთაშორისო და 42 შიდა რეისზე ახდენს ოპერირებას. Turkish Airlines-ი მსოფლიოს 120 ქვეყანაში დაფრინავს, ეს ის შედეგია რაც სხვა ავიაკომპანიას ჯერჯერობით არ აქვს.