საინვესტიციო კომპანია Onex Corp-მა უკვე მიაღწია შეთანხმებას და ავიაკომპანია WestJet Airlines Ltd-ში 3.7 მლრდ დოლარს გადაიხდის.

რეალურად კი Onex-ი  WestJet-ის თითო აქციაში 31 დოლარს იხდის.

WestJet-ის დირექტორთა საბჭო აქციონერებს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ გარიგებას ხმა მისცენ.

გარიგების დახურვას საინვესტიციო კომპანიაში 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლს დასაწყისში ელოდებიან.

Onex-ი გეგმავს, რომ WestJet-ის აქციების დელისტინგი მოახდინოს და ავიაკომპანია კერძო გახადოს.