თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სხვა მსხვილი ავიაკომპანიების მსგავსად, ბორტზე საქველიანი პირბადის ტარება აკრძალა. აღნიშნული აკრძალვის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბილალ ეკშმა მგზავრებს Twitter-ის საკუთარი მიკრობლოგის საშუალებით ამცნო.
მისივე თქმით, მგზავრების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების მიერ ასეთი ნიღბების გამოყენება აკრძალულია. ეკშმა მგზავრებს მოუწოდა ახალ რეგულაციას დაემორჩილონ, რომლის ფარგლებშიც სარქველიანი პირბადის შემთხვევაში Turkish Airlines-ის ბორტგამცილებელი მის ჩანაცვლებას სამედიცინო პირბადით მოგთხოვთ.