ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის ახალი განკარგულების თანახმად, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა პირმა წინასწარ უნდა გაიაროს ონლაინ-რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე https://www.formularservice.gv.at/…/user/formular.aspx… და საზღვარზე თან იქონიოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილი, ან ელ. ფორმით.

ასევე, ავსტრიაში შესვლის შემდეგ მოქალაქეები ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულება შესაძლებელია მეხუთე დღის შემდეგ, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული განკარგულება არ ეხება ტრანზიტული მიზნით ავსტრიის ტერიტორიაზე შემომსვლელ პირებს, აგრეთვე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ განკარგულების თანახმადვე, გამონალისის სახით დაიშვებიან ავსტრიის ტერიტორიაზე (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება, საქმიანი ვიზიტი და სხვ.) ვრცელი ინფორმაციისთვის, იხილეთ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულება: https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe…

საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839