თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ფრინველთან შეჯახების გამო აფრენის აეროპორტში დაბრუნდა. სოციალურ ქსელში თურქულ გვერდებზე გავრცელებული ინფორმაციით, Turkish Airlines-ის საჰაერო ხომალდი (TC-JST), რომელიც აეროპორტ “სტამბოლიდან” თეირანის მიმართულებით ასრულებდა რეისს ფრინველთან შეჯახების გამო უკან, სტამბოლში დაბრუნება
თვითმფრინავმა შავი ზღვის თავზე საწვავის ნაწილი დახარჯა და ამის შემდეგ შეძლო უსაფრთხოდ დაშვება.

AviaNews-ი რამდენიმე წლის უკან წერდა, რომ ათასწლეულების განმავლობაში ფრინველები მიგრაციას იმ გზით ახდენენ, სადაც აეროპორტი “სტამბოლია” განთავსებული, რაც თავის მხრივ შესაძლოა აეროპორტის უსაფრთხოების მხრივ უდიდეს პრობლემას წარმოადგენდეს.