თურქული ავიაკომპანია Türk Hava Yolları (Turkish Airlines – THY), არის პირველი ავიაკომპანია მსოფლიოში, რომელმაც მიიღო სპონსორობის უფლებები უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, რომლის ფინალიც 2023 წლის 10 ივნისს არის სტამბოლის ათათურქის სტადიონზე შედგება.

ავიაკომპანიის პრესსამსახურმა სპონსორობის ხელშეკრულებას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა“ თანამედროვე თურქული სპორტის ისტორიაში, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორგანიზებას.

2022-23 წლების სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის თამაშებს დაახლოებით 678 მილიონი მაყურებელი ნახავს 200 ქვეყნის 70-ზე მეტ ტელეარხზე. სოციალურ ქსელებში მაყურებელთა რაოდენობა 28 მილიარდ ადამიანს აღწევს.

THY-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ აჰმედ ბოლატმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი, Turkish Airlines-ი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ღონისძიების სპონსორი.

„თურქეთთან ერთად, რომელმაც ფრთები გაშალა თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენ Turkish Airlines-ის ბრენდს ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ. ამ სპონსორობით Turkish Airlines-ს ბრენდი გახდება ცნობილი მსოფლიოს ყველა კუთხეში,.2023 წლის 10 ივნისს მთელ მსოფლიოს შევიკრიბებით სტამბულში. ჩვენ გვჯერა, რომ სპორტი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კულტურას. Turkish Airlines-ი გააგრძელებს მონაწილეობას მნიშვნელოვან გლობალურ სპორტულ ღონისძიებებში“, – თქვა მან.