თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (Türk Hava Yolları) ბელარუსის დედაქალაქ მინსკის, ასევე, სოჭის, როსტოვისა და ეკატერინბურგის მიმართულებით ფრენები 31 ოქტომბრამდე გააუქმა, – ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

მგზავრებს, ვისი ავიარეისებიც გაუქმდა, Turkish Airlines-ი ურჩევს, დაუკავშირდნენ ავიაკომპანიის ქოლცენტრს ან გაყიდვების ოფისს.

ავიაკომპანია განმარტავს, რომ 31 ოქტომბრამდე ასევე გაუქმებულია მათი ყველა ავიარეისი უკრაინის მიმართულებით.