თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ქალი მფრინავების რაოდენობით რეკორდს ამყარებს. ბოლო პერიოდში Turkish Airlines-ის ქალი პილოტების რაოდენობა გაზრდილია 35%-ია. 2006 წელს კომპანიაში 6 ქალი პილოტი იყო დასაქმებული, ხოლო 2020 წლისთვის კი მათი რაოდენობა 211 ქალ პილოტს შეადგენს.
აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლებით კი Turkish Airlines-ი გახდა ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი ქალი მფრინავი ჰყავს. კომპანიაში საჰაერო ხომალდის 39 კაპიტანი და 172 მეორე პილოტია.