A Weimaraner called Moritz goes into a pet relief area at the Helsinki International Airpot in Vantaa, Finland, on January 20, 2020. The Helsinki Airport has recently installed two pet relief areas for animals. The pet toilet has been designed with dogs in mind, but other pets are also welcome. LEHTIKUVA / JUSSI NUKARI

ჰელსინკის აეროპორტში ძაღლებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო გახსნეს. როგორც Metronews-ი წერს, ძაღლებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო წარმოადგენს ერთ ოთახს, სადაც გაზონის იმიტირებაა.

ნარჩენი პირდაპირ კანალიზაციაში ჩაედინება, ხოლო თავად გაზონი სისტემატურად გამდინარე წყლით ირეცხება. როგორც ირკვევა აეროპორტში ერთი საპირფარეშო მთავარი ტერმინალთანაა გახსნილი, ხოლო მეორე გახსნილია შენგენის გარეთ გამგზავრების ზონაში.

სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ყოველწლიურად ჰელსინკის აეროპორტის გავლით ძაღლთან ერთად 10 ათასზე მეტი მგზავრი გადაადგილდება.