კერძო თვითმფრინავებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში დავოსს ეწვივნენ და სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, შეუძლიათ ავზი ისეთი საწვავით შეივსონ, რომელიც ხელს უწყობს ატმოსფეროში ნახშირბადის გამობრქვევის შემცირებას. ყოველწლიურად, გლობალური “თოქ-შოპი” ცდილობს ყურადღება მიაქციოს გარემოს შენარჩუნების აუცილებლობას.

ციურიხის აეროპორტში თვითმფრინავის Sustainable Aviation Fuel-ის ანუ SAF-ით გამართვა უკვე შესაძლებელია. ამისათვის მათ შექმნეს ჯგუფებს შორის სპეციალური კოალიცია, რომლებიც წარმოადგენენ ბიზნეს-ჯეტების ოპერატორების, მწარმოებლებისა და საწვავის მომწოდებლების ინტერესებს.

ჩვეულებრივ საავიაციო საწვავში 30%-იანი ნარევით შესაძლებელი ხდება ნახშირბადის გამოყოფა დაახლოებით 18%-ით შემცირდეს.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ავიაციაში ნახშირორჟანგის გამოყოფამ ზრდა 1990-იანი წლებიდან დაიწყო და პრობლება თანდათან უფრო აქტუალური ხდება. ავიაკომპანიები ცალკეული პროგრამების საფუძველზე უკვე იწყებენ ზრუნვას მის შემცირებაზე.