ამერიკულმა ავიაკომპანიებმა მოიფიქრეს თუ როგორ გადაიყვანოს ცხოველები კომფორტულად. მაშ ასე, ეს სპეციალური კაფსულის – CarePod-ის მეშვეობით განხორციელდება, რომელიც ცხოველებს სტრესისგანაც იცავს. თუმცა სერვისი საკმაოდ ძვირი ეღირება.

სპეციალური კაფსულები დამზადებულია ისე, რომ ცხოველების მეპატრონეებმა ნაკლებად ინერვიულონ მათი ცხოველის საბარგო განყოფილებაში განთავსების გამო.

CarePod-ი აღჭურვილია GPS სენსორით, ასევე სამმაგი უსაფრთხოების სისტემით და სპეციალური საკეტით. მასში ჩაშენებულია ასევე წყლის სასმელი მოწყობილობაც, რომელიც ავტომატურად ივსება. ცხოველის გამოკვება კი სპეციალური სარკმლიდან ხდება.

ინოვაციური “ყუთის” კედლები არის საყრდენი, მათ ჰაერში გასვლის საშუალებას აძლევენ, მაგრამ ისინი უშლიან ხელს უშლის პირდაპირი სხივების შეღწევას, რათა მისმა ოკუპანტმა არ განიცადოს სტრესი და ფრენის დროს შეძლოს დაძინება.

ინოვაციური კაფსულის კედლები გათვლილია ისე, რომ მასში ჰაერმა თავისუფლად შემოაღწიოს, თუმცა შუქმა ნაკლებად, რადგანაც ცხოველმა სტრესი არ განიცადოს და დაძინება მოახერხოს. 

CarePod-ის სენსორები მეპატრონეს საშუალებას აძლევს ცხოველის ქცევა დისტანციურად, მობილური ტელეფონის მეშვეობით აკონტროლოს.

CarePod-ი აშშ-ს ყველა აეროპორტშია ხელმისაწვდომი და სერვისის ღირებულება 850 დოლარს შეადგენს.