თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მასშტაბური ქსელის მქონე მსოფლიოს TOP-3 ავიაკომპანიას შორის მოხვდა.

“პანდემიური პერიოდის გამოწვევების მიუხედავად, მგზავრების ნდობა Turkish Airlines-ის მიმართ კვლავ მაღალია, მათ შორის ჰიგიენის ნორმების და უკონტაქტო მომსახურების წყალობით. ჩვენ მადლობელი ვართ ავიაკომპანიის თითოეული თანამშრომლის, Turkish Airlines-ის მთელი ოჯახის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო Conde Nast Traveler-ის ძვირფას მკითხველებს”, – განაცხადა ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა ილკერ აიჯიმ.

მაშ ასე, Conde Nast Traveler-ის მიერ გამოქვეყნებული სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. Singapore Airlines 
  2. Emirates 
  3. Turkish Airlines
  4. Qatar Airways
  5. Qantas 
  6. Etihad Airways
  7. EVA Air
  8. Virgin Atlantic 
  9. SWISS 
  10. British Airways.

რეიტინგი შეადგინა ამერიკულმა ჟურნალმა Conde Nast Traveler– მა Readers ’Choice Awards-ის გამოკითხვების საფუძველზე. ჟურნალის მკითხველებმა შეარჩიეს საუკეთესო ავიაკომპანია, საუკეთესო აეროპორტი, საუკეთესო ქალაქები, საუკეთესო სასტუმროები და საუკეთესო ტუროპერატორები.