დიდი ბრიტანეთის მთავრობა 47 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მოგზაურებს დაუშვებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 11 ოქტომბრიდან შედის და სწორედ 11 ოქტომბრიდან აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს ინგლისში მოგზაურობისას სავალდებულო კარანტინის გარეშე შეეძლებათ.

მაშ ასე, 11 ოქტომბერს, 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) საქართველო ამოღებულ იქნება ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის ე. წ. “წითელი სიიდან“. შესაბამისად, საქართველოდან მიმავალი მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ შემდეგი პირობებით:
✅ გამგზავრებამდე:

  • ბოლო 72 საათის განმავლობაში „PCR“ ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით;
  • ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმის (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.
    ✅ ჩასვლის შემდგომ:
  • 10-დღიანი თვითიზოლაცია წინასწარ მითითებულ ადგილას;
  • თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს „PCR“ ტესტის გაკეთება.
    📍ბრიტანეთის საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის ფარგლებში სრულად აცრილი პირები (ვაქცინის ორივე დოზა) გამგზავრებამდე ტესტირებისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლებიან და ჩასვლიდან მხოლოდ მე-2 დღეს უნდა გაიკეთონ “PCR” ტესტი.

ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასვლის მსურველი მოგზაურებისთვის წესებისა და შეზღუდვების გადახედვა ყოველ სამ კვირაში ერთხელ ხდება.