მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაიტარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც მოგზაურობა სხვადასხვა მიზნით ხშირად უწევთ, ევროკავშირის ან აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ.

ანუ ვისაც სინოფარმი/სინოვაკი აქვს გაკეთებული და აუცილებლად ჭირდებათ ფაზერით აცრა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, განსხვავებული ვაქცინით აცრა პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგაა დასაშვები.

ამისთვის პირებმა ამცრელ დაწესებულებებს უნდა მიმართონ და თან იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის მიხედვითაც ვაქცინაციის დაგეგმვა მოხდება.