ბრიტანულმა ავიაკომპანია Jet2-მა კონცერნ Airbus-ს კიდევ 15 ერთეული A321neo დაუკვეთა. მაშინ როდესაც ავიაკომპანიამ აგვისტოში მსგავსი ტიპის 36 საჰაერო ხომალდზე განაცხადი უკვე გააკეთა. 

შესაბამისად Jet2-ის მიერ Airbus-თვის შეკვეთილი თვითმფრინავების მთლიანი პორტფელი 51 ერთეულია. თვითმფრინავის ძრავის არჩევანს კომპანია მოგვიანებით გააკეთებს.

Jet2-ში ამბობენ, რომ მიმდინარე გარიგების პირობები აგვისტოს გარიგების პირობების მსგავსია. 15 ერთეული A321neo-ს ღირებულება სავარაუდოდ 2 მილიარდი დოლარი იქნება. თუმცა Jet2-ში განმარტავენ, რომ Airbus-თან მნიშვნელოვან ფასდაკლებაზე უკვე შეთანხმდნენ.

ახალმა თვითმფრინავმა უნდა ჩაანაცვლოს ამერიკული მწარმოებელის Boeing-ის თვითმფრინავები (მოდელები -737 და -757), რომლებიც ახლა Jet2-ის ფლოტის ძირითადი ნაწილია.