აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-მა (AZAL) ბაქოსა და ნახიჩევანს შორის სამგზავრო გადაზიდვებისთვის სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო

“ავიაკომპანია AZAL-მა  ბაქო-ნახიჩევანი-ბაქოს საჰაერო ხაზზე, შიდა ფრენის შესრულებისთვის სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო. ეს ნაბიჯი მეტყველებს აზერბაიჯანის მხრიდან, რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მზაობაზე, რაც აკმაყოფილებს ყველა მოსაზღვრე ქვეყნის ინტერესებს “, – ნათქვამია ავიაკომპანიის შეტყობინებაში.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენის მარშრუტის შეცვლა ასევე გამოიწვევს ამ მიმართულებით ფრენის დროის შემცირებას და ასევე საწვავის მოხმარების შემცირებას.