თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი მასშტაბური ქსელის მქონე მსოფლიოს TOP-3 ავიაკომპანიას შორის მოხვდა.
“პანდემიური პერიოდის გამოწვევების მიუხედავად, მგზავრების ნდობა Turkish Airlines-ის მიმართ კვლავ მაღალია, მათ შორის ჰიგიენის ნორმების და უკონტაქტო მომსახურების წყალობით. ჩვენ მადლობელი ვართ ავიაკომპანიის თითოეული თანამშრომლის, Turkish Airlines-ის მთელი ოჯახის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო Conde Nast Traveler-ის ძვირფას მკითხველებს”, – განაცხადა ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა ილკერ აიჯიმ.
მაშ ასე, Conde Nast Traveler-ის მიერ გამოქვეყნებული სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
- Singapore Airlines
- Emirates
- Turkish Airlines
- Qatar Airways
- Qantas
- Etihad Airways
- EVA Air
- Virgin Atlantic
- SWISS
- British Airways.
რეიტინგი შეადგინა ამერიკულმა ჟურნალმა Conde Nast Traveler– მა Readers ’Choice Awards-ის გამოკითხვების საფუძველზე. ჟურნალის მკითხველებმა შეარჩიეს საუკეთესო ავიაკომპანია, საუკეთესო აეროპორტი, საუკეთესო ქალაქები, საუკეთესო სასტუმროები და საუკეთესო ტუროპერატორები.