თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ავღანეთის მიმართულებით ფრენებს მომავალი წლის მარტიდან განაახლებს და რეისებს ქაბულისა და მაზარ-ი-შარიფის მიმართულებით შეასრულებს.
Turkish Airlines-ი ავღანეთში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაფრინავდა. ავიაკომპანიამ პირველი რეისი ქაბულში 2011 წლის ივლისში განხორციელდა და „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ასრულებდა. რეალურად მარშრუტი უწყვეტად ფუნქციონირებდა 2021 წლის აგვისტომდე.
2021 წლის აგვისტოში „თალიბების“ მიერ ავღანეთის კონტროლის შემდეგ, უცხოური ავიაკომპანიების ფრენები ავღანეთში შეჩერდა. თუმცა გასული წლის განმავლობაში ფრენები განახლდა ავღანეთსა და რიგ ქვეყნებს შორის, მათ შორის ირანს, პაკისტანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რუსეთსა და კატარს შორის.