Mahan Air-ის თვითმფრინავმა ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება უგულებელყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, ირანული ავიაკომპანია Mahan Air-ის Airbus A340-600-მა, მიუხედავად ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინებისა, თეირანიდან გუანჯოუს მიმართულებით რეისის განხორციელება მაინც გააგრძელა.

ირკვევა, რომ ინდოეთის ცაზე ფრენისას ეკიპაჟმა მიიღო შეტყობინება ბორტზე ბომბის საფრთხის შესახებ. ინდური მედიის ცნობით, „დელის ATC-მ თვითმფრინავს დაშვება შესთავაზა, მაგრამ თვითმფრინავის პილოტმა უარი თქვა, ფრენა გააგრძელა და ინდოეთის საჰაერო სივრცე დატოვა“.