საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული პორტუგალიური გამოცემის „Diario de Noticias”-ის ერთ-ერთ რედაქტორს მასპინძლობს.

ლეონიდიუ პაულუ ფერეირა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ყოველდღიური მაღალრეიტინგული გამოცემისთვის რამდენიმე სტატიას მოამზადებს.

პრეს-ტურის ფარგლებში Diario de Noticias”-ის რედაქტორმა უკვე დაათვალიერა თბილისი, ეწვია ღვინის მუზეუმს, მცხეთას, წინანდალს, ნაფარეულს, სიღნაღს, უფლისციხეს. ლეონიდიუ პაულუ ფერეირა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე თეთრას მღვიმეს, პალიასტომის ტბას და ბათუმს მოინახულებს. Diario de Noticias”-ის რედაქტორი პორტუგალიელ მკითხველს ქართულ კულტურას, ღვინოს, კულინარიას, საზღვაო კურორტებსა და ბუნებას გააცნობს. პრეს-ტურის მონაწილეთა შერჩევის პროცესში ჩართული იყო პორტუგალიაში საქართველოს საელჩო.
პრეს-ტურის მიზანი პორტუგალიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლდება და პორტუგალიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.