ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა.
მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო.
როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა. ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო.
პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში, სადაც ქართული და ინდური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
როუდშოუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში ვახტანგ ჯაოშვილმა.












