საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი პიკურფაზაში შედის. ტურისტული კომპანია „ამბასადორითრეველის“ დირექტორის, სალომე თოთიბაძისგანცხადებით, ქვეყანაში საერთაშორისოვიზიტორების რაოდენობა მაისიდან ოქტომბრამდემკვეთრად იზრდება და წლევანდელ სეზონზე ლიდერპოზიციას კვლავ ისრაელი ინარჩუნებს.
კომპანიის მონაცემებით, შემომავალი ტურისტულინაკადის ყველაზე დიდი წილი – დაახლოებით 40% სწორედ ისრაელიდანაა. რეიტინგში მეორე ადგილზეინდოეთია 20%-ით.
“საქართველოში ტურისტული მოთხოვნა მკვეთრადიზრდება მაისიდან ოქტომბრამდე. ეს პერიოდიქვეყნისთვის ყველაზე დატვირთულია, როდესაცსაერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამნიშვნელოვნად აღემატება წლის სხვა თვეებს. წლევანდელ სეზონზე ყველაზე მეტი სტუმარი კვლავისრაელიდან გვყავს, რომლის წილი დაახლოებითარის 40%, ინდოეთიდან – 20%, რუსეთიდან დაუკრაინიდან – 10-10%-ია, დარჩენილი 20% სხვადასხვაბაზრებზე ნაწილდება, როგორიცაა: თურქეთი, ჩინეთი, გალფის და ევროპის ქვეყნები.” – აღნიშნავს„ამბასადორი თრეველის“ დირექტორი.












