ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროებისდატვირთვა გაიზარდა. სასტუმროების მენეჯმენტკომპანია KA Group-ის დამფუძნებლის, ირაკლიჭიღრაძის თქმით, გასულ წელთან შედარებითჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდაროგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
“თბილისში ზაფხულის ტურისტული სეზონი ძალიანკარგად დაიწყო. წინა წელთან შედარებით 20%-იანიზრდა გვაქვს. ძირითადი ქვეყნები, საიდანაცჯავშნებს ვიღებთ, არიან: ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ევროპის ქვეყნები. ევროპისქვეყნებიდან ყველაზე ფართოდ პოლონეთიაწარმოდგენილი, რომელსაც იტალია, საფრანგეთი დაგერმანია მოსდევს”.
ირაკლი ჭიღრაძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდშიყურის ქვეყნებიდან მოიმატა ჯავშნებმა დამიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილტუროპერატორებთან ჩარტერული ფრენებისდანიშვნასთან დაკავშირებით.
„ზოგადად, ყველა რეგიონის ბიუჯეტის შესრულებისმიმართულებით რომ შევაჯამოთ, თბილისს, ახალციხეს, წყალტუბოსა და ყაზბეგს ექნებაგანსაკუთრებით ძალიან კარგი სეზონი. ვგულისხმობიმას, რომ გასულ წელთან შედარებით 20-25%-იანიზრდა გვექნება. რაც შეეხება გუდაურს, ბაკურიანსა დაგორს, ვფიქრობ, 7-დან 9%-მდე ზრდას შევძლებთ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – განაცხადა ირაკლი ჭიღრაძემ.











