Qatar Airways-მა თბილისის მიმართულებით ფრენები აღადგინა. ავიაკომპანია თბილისსა და დოჰას შორის რეგულარულ რეისებს კვირაში 7 სიხშირით, ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, დროებითი პაუზის შემდეგ ავიაკომპანიამ დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე პირველი რეისი დღეს განახორციელა.
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი რთული ვითარების გამო, ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენები მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან დროებით იყო შეჩერებული.
რეგიონში ვითარების დასტაბილურების ფონზე, კატარულმა ფლაგმანმა თბილისის საავიაციო ბაზარზე ოპერირება სრულად განაახლა. დოჰას მიმართულებით ყოველდღიური პირდაპირი რეისების აღდგენა მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, კვლავ ისარგებლონ მოქნილი გრაფიკითა და Qatar Airways-ის გლობალური ქსელით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სამოგზაუროდ.










