ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმდინარეობასდადებითად აფასებს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტისხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე. მიუხედავადგაზაფხულის დასაწყისში დაფიქსირებულიგამოწვევებისა, მაისიდან სასტუმროს დატვირთვისმაჩვენებელი გაიზარდა, რაც მიმდინარე სეზონისმიმართ პოზიტიური მოლოდინების საფუძველსიძლევა.
„2026 წლის ტურისტული სეზონი ეტაპობრივადუმჯობესდება. მაისიდან აღდგენის ტენდენციადაიწყო. ივნისში სასტუმრო კარგ დატვირთვასაჩვენებს და ივლისის მიმართაც პოზიტიურიმოლოდინები გვაქვს. სტუმრების ძირითად ნაკადსსაერთაშორისო ბაზრები წარმოადგენს. განსაკუთრებით გაზრდილია ვიზიტორებისრაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან, ასევეევროპული ბაზრებიდან. ჯამში, სეზონი პოზიტიურიდინამიკით მიმდინარეობს და ზაფხულის თვეებშიმოთხოვნის შემდგომ ზრდას ველოდებით“, — აღნიშნავს თათია ჩიკვაიძე.












