ჩინეთის, სინძიანის პროვინციის მთავრობამ ტურისტებს პანდებთან მიახლოება, მათი გამოკვება და ფულის სანაცვლოდ ფოტოგრაფირება აუკრძალა.

როგორც China Daily წერს, მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა სპეციალისტს, ვინც პანდებთან კომუნიკაციაშია კომერციული დაინტერესებისათვის მათი გამოყენება აუკრძალა.

მაგალითად აქამდე ისინი ტურისტის პანდასთან ფოტოგრაფირების სანაცვლოდ დაახლოებით 150 დოლარს იღებდნენ.

ზოოლოგები ფიქრობენ, რომ ხალხის ფასიანი კონტაქტი პანდასთვის საზიანოა. ბამბუკებით მკვებავი დათვები, რომლებიც ისედაც გადაშენების პირად არიან, ადამიანებთან კომუნიკაციისას შესაძლოა რომელიმე ინფექციური დაავადების მსხვერპლნი გახდნენ.

პანდებთან კომუნიკაცია ამიერიდან მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვინც მათ მოვლაზე არიან პასუხისმგებელნი.