ბრიტანული ავიაკომპანია  easyJet-ი 2027 წლიდან ელექტრო სამგზავრო თვითმფრინავების გამოყენებას გეგმავს.

როგორც ცნობილია, გასულ წელს  ევროპის სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავმა  საკუთარ გეგმებში ეკოლოგიურად სუფთა თვითმფრინავების გამოყენება დაისახა მიზნათ, რომელიც ასევე ნაკლებ ხმაურსაც გამოსცემს.

easyJet-ი პროექტის განხორციელებას ამერიკულ სტარტაპერ Wright Electric-თან ერთად აპირებს.

ამ დროისათვის Wright-ი 9 მგზავრზე გათვლილი თვითმფრინავის ელექტრონული ძრავის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ოპერირებას მომავალი წლიდან შეუდგება.

არსებული გათვლებით, ელექტრონულ თვითმფრინავს 500 კმ-ის დაფარვა შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ easyJet-ი მას ისეთ პოპულარულ მარშრუტზე გამოიყენებს, როგორიცაა მაგალითად ლონდონი-ამსტერდამი.