ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ს თვითმფრინავები, ესპანეთის ცაზე, შეჯახებას გადარჩნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ინციდენტი ოქტომბრის დასაწყისში მოხდა.

ინციდენტი 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მოხდა და იმ  მომენტში თვითმფრინავებს შორის დაშორებამ 122 მეტრი შეადგინა.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.