თურქული ავიაკომანია Turkish Airlines-ის ეკიპაჟმა, რომელიც სტამბოლიდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის შესახებ მიიღო ინფორაცია. შესაბამისად საჰაერო ხომალდი აფრენის აეროპორტში დაბრუნდა.

აღნიშნულია, რომ სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ჩხრეკა უსაფუძვლო აღმოჩნდა.

სპეციალისტებმა შეამოწმეს თვითმფრინავი, გაჩხრიკეს ეკიპაჟის წევრები და მგზავრები, მათი ბარგი, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინეს.

რომელი ავიაკომპანიების ბორტებზე დაფიქსირდა ბომბის არსებობაზე ცრუ განგაშები?