GlobalData-ს მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში, გლობალურ ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორში, სულ 96 ტრანზაქცია გამოცხადდა, მათ შორის შერწყმა და შესყიდვა (M&A), კერძო ინვესტიციებთან და სარისკო კაპიტალის დაფინანსებასთან დაკავშირებული შეთანხმებები. მონაცემთა დამუშავებისა და ანალიტიკური კომპანია აღნიშნავს, რომ ეს წინა თვესთან შედარებით აქტივობის 2%-იან შემცირებას ნიშნავს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სექტორში გაურკვევლობა ჯერ კიდევ დომინირებს, გარიგების აქტივობა ბაზრებზე უცვლელი რჩება და იგივე ეხება გარიგების ტიპებს“, – განაცხადა GlobalData-ს წამყვანმა ანალიტიკოსმა  აუროიოტი ბოზმა.
ირკვევა, რომ შერწყმისა და შესყიდვების რაოდენობა 15.9%-ით შემცირდა, ხოლო ვენჩურული დაფინანსება და კერძო კაპიტალი გაიზარდა 47.1%-ით და 8.3%-ი შეადგინა.

საკვანძო ბაზრებზე გარიგების აქტივობა შერეული აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა, ინდოეთმა და სამხრეთ კორეამ დაფიქსირდა აქტივობის შემცირება, ხოლო დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და ავსტრალიაში წინა თვესთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა.