თალიბებმა ქალებს მამაკაცის გარეშე თვითმფრინავით მგზავრობა აუკრძალეს.

როგორც უცხოური მედია წერს, ამიერიდან ქალებს ეკრძალებათ საჰაერო მგზავრობა  როგორც ავღანეთის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, მამაკაცის ესკორტის გარეშე. ამასთან დაკავშირებით ქაბულის აეროპორტში ათობით ქალი  რეისზე არ დაუშვეს.

მანამდე თალიბებმა საშუალო სკოლის მოსწავლეებს სკოლაში სიარული და ავღანეთის სამფეროვანი დროშის გამოყენება აუკრძალეს.