2 აპრილს, პირველად მესტიაში სამოყვარულო შეჯიბრი “ზურულდი 2022” იმართება. ღონისძიების ფარგლებში მოყვარული მოთხილამურეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაწილეებსა და სტუმრებს დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილი მოსასვენებელი და გასართობი სივრცები დახვდებათ. საღამოს, კი უშბის ფონზე ღამის სრიალს შეძლებენ.
>ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და “ემ თი ეი” (MTA). შეჯიბრში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში უნდა დარეკოთ ნომერზე: +995 599 855 525

მონაწილეობის პირობები:
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
რეგისტრაციის ბოლო ვადა:
1 აპრილი.
შეჯიბრის ჩატარების ადგილი:
ზურულდის მთა, სვანეთი