ავიაკომპანია Aer Lingus-ის რეისზე, რომელიც ფრენას ციურიხიდან დუბლინის მიმართულებით ასრულებდა, მგზავრებს უთხრეს, რომ თვითმფრინავი ავარიულად, წყალზე დაშვებისთვის ემზადებოდა.
”მე ჩემს შვილთან ერთად ვიჯექი უკან”, – თქვა მგზავრმა, რომელიც ციურიხში ცხოვრობს და იმ რეისზე იმყოფებოდა. ეკიპაჟის შეტყობინებაში ნათქვამი იყო: ”ქალბატონებო და ბატონებო, საგანგებო მდგომარეობაა. გთხოვთ მოემზადოთ ავარიული დაშვებისთვის.”
მგზავრი ამბობს, რომ ამ განცხადებაზე სხვა მგზავრების რეაქცია უმნიშვნელო იყო. შესაძლოა იმიტომ, რომ იმ დროს ბევრს ყურსასმენები ეკეთა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კი მგზავრებს უთხრეს, რომ უგულვებელყოთ წინა განცხადება გადაუდებელ დაშვებაზე.
შესაბამისად, Airbus A320 დუბლინის აეროპორტში, განრიგის მიხედვით, უსაფრთხოდ დაეშვა. ავიაკომპანიის სპიკერმა თქვა, რომ Aer Lingus-ის ციურიხი-დუბლინის რეისზე, EI343, წინასწარ ჩაწერილი განცხადება, მომენტალურად არასწორად გაისმა.