ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა United, American, Southwest, Delta და Alaska განაცხადეს, რომ COVID-19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვას აუქმებენ და ამიერიდან მათ ბორტებზე პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
ავიაგადამზიდავების გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის, მიუხედავად პირბადის ტარებაზე სავალდებულო მოთხოვნა 3 მაისამდეა გახანგრძლივებული. რაც BA.2-ის გავრცელებას უკავშირდება, რაზეც ქვეყანაში დაფიქსირებული ინფიცირების უმრავლესობა მოდის.