ავიაკომპანია Mavigok Aviation-მა, რომელიც სპეციალურად რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ტურისტების ტრანსპორტირებისთვის შეიქმნა, თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატისგან წინასწარი ნებართვა უკვე მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Airporthaber ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Mavigok Aviation-მა სააგენტოს რეგულარული და ჩარტერული საერთაშორისო ფრენების ნებართვის მისაღებად მიმართა და შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, განაცხადი დაამტკიცა. ახლა გადამზიდავი ელოდება ბოლო ეტაპს – ფრენის ლიცენზიის ოფიციალურ მიღებას. ამის შემდეგ მას შეეძლება ჩამოაყალიბოს პროგრამები ტურისტების ტრანსპორტირებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია Mavigok 2010 წლიდან ოპერირებდა საავიაციო ინდუსტრიაში. იგი დაკავებული იყო Utair-ის თვითმფრინავების მოვლა-პატრონობით, რომელთანაც იმ დროს თანამშრომლობდა ტუროპერატორი ANEX Tour-თან, მოგვიანებით კი ავიაკომპანია AZUR air-თან.
თუმცა, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რამაც საავიაციო ინდუსტრიაშიც პრობლემები წარმოქმნა, Mavigok-მა მიიღო საავიაციო რეგისტრაცია და შეიძინა თვითმფრინავების ფლოტი. ახლა კომპანიას ჰყავს ორი Boeing 737-900 და ამდენივე Boeing 777. ამავდროულად, გადამზიდავმა განაცხადა, რომ მუშაობს ფლოტის გაზრდაზე.
Airporthaber-ის ცნობით, Mavigok Aviation, ლიცენზიის აღების შემდეგ, ოფიციალურად გამოაცხადებს ფრენების დაწყებას რუსეთის ქალაქებსა და თურქულ კურორტებს შორის.
შეგახსენებთ, რომ Southwind Airlines-მა ფრენების განხორციელების წინასწარი ნებართვა თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატისგანაც უკვე მიიღო.