საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საუდის არაბეთის ავიაკომპანიის „Flynas“ წარმომადგენლებს მასპინძლობს.

გაცნობითი ტურის ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ. დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლის მომზადება, რომელიც ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე განთავსდება. ტურის მონაწილეები თბილისს, სტეფანწმინდას, მარტვილსა და ბათუმს ეწვევიან. მოინახულებენ პეტრას ციხეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მახუნცეთის ჩანჩქერსა და აჭარაში მდებარე თაღოვან ხიდებს.

ინფო-ტურის მიზანია საუდის არაბეთში საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

ავიაკომპანია „Flynas“ საუდის არაბეთის ქალაქებიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებს რეისებს.