22 ივნისს, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭო შეისწავლის რუსეთის მოთხოვნას, დასავლეთის მხრიდან სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენებზე არალეგიტიმური შეზღუდვების შესახებ, განაცხადა ICAO-ში რუსეთის წარმომადგენელმა სერგეი გუდკოვმა.

”მოთხოვნა განიხილება ოთხშაბათს,” – თქვა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ გუდკოვმა ადრე განაცხადა, რომ მოსკოვმა განიხილა „დასავლური სახელმწიფოების არალეგალური ქმედებების საკითხი რუსული სამოქალაქო ავიაციის შეზღუდვის მიზნით“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დასავლეთის ცალმხრივი არალეგიტიმური სანქციები საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

რუსეთის პრეზიდენტმა მარტის ბოლოს განაცხადა, რომ მსოფლიოში ახალი პოლიტიკური ვითარება სახელმწიფოსგან ავიაკომპანიების მხარდაჭერას და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას მოითხოვს.