Pullman Hotels & Resorts, Accor-ის პრემიუმ კლასის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის გახსნას, რომელიც Accor-ის ჯგუფის მეხუთე სასტუმროა საქართველოში.

თბილისის პრესტიჟულ უბანში განლაგებული სასტუმრო, რომელიც გარშემორტყმულია მრავალფეროვანი სავაჭრო და გასართობი ობიექტით, 20 წუთის სავალ გზაზეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. Axis Towers-ის განსაკუთრებული არქიტექტურა სასტუმროს თანამედროვე ინტერიერის დიზაინთან ერთად Pullman Tbilisi Axis Towers-ს ქალაქის ახალ მიზიდულობის წერტილად აქცევს.

Pullman-ის ბრენდის სასტუმროები არღვევს საზღვრებს ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის და ჩამოსვლის წუთიდან ყველა სტუმარს შთამბეჭდავ ატმოსფეროს და თანამედროვე ესთეტიკას ახვედრებს. ინტერიერის დიზაინი, რომელიც  Axis-ის არქიტექტორთა გუნდსა და ფრანგ დიზაინერ კრისტოფ პილესთან თანამშრომლობით შეიქმნა, ინარჩუნებს მრავალფუნქციური შენობის ერთიან სტილს. Pullman Tbilisi Axis Towers გთავაზობთ მართლაც უნიკალურ გარემოს, სადაც ბიზნესი და სიამოვნება ერთმანეთს ერწყმის. აქ სტუმრებისთვის ყველაფერია გათვალისწინებული, რაც მათ ეფექტური საქმიანი მოგზაურობისა და შეხვედრებისთვის სჭირდებათ.

“Pullman Tbilisi Axis Towers არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და დიდი ხნის ნანატრი პროექტი საქართველოში, რომელიც წარმოადგენს Accor-ის მრავალმხრივ სურვილს აქტიურად შეუწყოს ხელი ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი პოზიციები ქვეყანაში. თბილისს დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებულნი ვართ, რომ სასტუმროს ინდუსტრიის განვითარება სხვადასხვა სეგმენტებში ხელს შეუწყობს ტურისტების და საქმიანი მოგზაურების რიცხვის მუდმივ ზრდას. ეჭვი არ მეპარება, რომ პირველი Pullman-ი, რომელიც მდებარეობს ასეთ საკულტო შენობაში, გახდება ერთ-ერთი საყვარელი სასტუმრო მნახველებისთვის და ქალაქის მაცხოვრებლებისთვის გამორჩეული დიზაინისა და უნაკლო სერვისის წყალობით, ხოლო რესტორანი “Dumas” და სქაი ბარი “Weather Report”, რომელიც ქალაქის პანორამული ხედებს გვთავაზობს, მალე შევა თბილისში აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში“, – აღნიშნავს ალექსის დელაროფი, Accor აღმოსავლეთ ევროპის-ის COO.

სასტუმროში 220 ელეგანტური და კომფორტული ნომერია, რომლებიც შენობის მე-19-დან 35-ე სართულებზეა განლაგებული. ნაცრისფერ ფერებში გაწყობილი, ნათელი აქცენტებით და ლოფტის სტილის ელემენტებით, თითოეული ოთახი გთავაზობთ პანორამულ ფანჯრებს და ქალაქის თვალწარმტაც ხედებს. გარდა ამისა, ყველა ოთახი გამოირჩევა თანამედროვე და ფუნქციონალური დიზაინით და მოიცავს ყველაფერს, რაც გჭირდებათ კომფორტული დასვენებისთვის, მათ შორისაა ბალიშის მენიუ, Bluetooth დინამიკი და C.O. Bigelow-ს კოსმეტიკური საშუალებები.

საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაციისთვის, Pullman-ი სტუმრებს  ოთახის უფასო ფიტნეს კომპლექტებს სთავაზობს, რომლებიც მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ყველა ოთახსა და ლუქსში. ნაკრები შეიცავს ფიტნეს აღჭურვილობას და მათ ინსტრუქციებსაც, რათა სტუმრებს შეეძლოთ საკუთარი სურვილისამებრ ივარჯიშონ თავიანთი ოთახის სიმარტოვეში და კომფორტში.

ისევე როგორც ყველა პულმანის სასტუმრო მთელს მსოფლიოში, Pullman Tbilisi Axis Towers-ი სტუმრებს  ავთენტურ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს. 36-ე სართულზე მდებარე რესტორანი “Dumas” ფრანგული და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს წარმოგიდგენთ. 37-ე სართულზე განთავსებული Sky Bar “Weather Report”  ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდება, მრავალფეროვანი ექსკლუზიური კოქტეილებით,  ღვინის მენიუთი და დახვეწილი ტაპასებით  ქალაქის პანორამული ხედების ფონზე. Junction at Pullman მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ლობი: ეს არის კოსმოპოლიტური და არაორდინალური სივრცე, შესანიშნავი ადგილი სამუშაოდ, გასართობად თუ მეგობრების სანახავად.

Pullman Tbilisi Axis Towers-ში 2000 კვმ-ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცეები იდეალურია როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის. შვიდი შეხვედრების ოთახი, ბრწყინვალე 800 კვმ ბოლრუმის დარბაზი 4 ჩაშენებული სინქრონული თარგმნის ჯიხურით, მისაღები სივრცითა და ტერასით – ყველაფერი შერწყმულია სტუმრების კომფორტისა და მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის.

აქსის თაუერსის ველნეს ცენტრი სტუმრებს სთავაზობს ფიტნეს ცენტრსა და 25 მეტრიან საცურაო აუზს მოძრავი გადახურვითა და ღია ტერასით. აქვე განთავსებულია ორი საუნა, ორთქლის ოთახი, კრივის რინგი და სრულად აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი უახლესი სავარჯიშო დანადგარებით.

ვაკეში ცენტრალური ლოკაციაზე მდებარე სასტუმრო, მარტივად მისასვლელია როგორც პარკებში, მაღაზიებში, საელჩოებში, კააფებსა და ბარებში, სტადიონთან და ეთნოგრაფიულ მუზეეუმთან.

 

პულმენის შესახებ

Pullman Hotels & Resorts გლობალური მოგზაურობისა და ცხოვრების ახალ ტემპს ქმნის, და ამავდროულად სტუმრებს აწვდის შთამაგონებელი, ენერგიული გამოცდილებას. Pullman სტუმრებს აწვდის სივრცეს, რომელიც მათ სჭირდებათ კონცენტრაციისთვის, მუშაობისა და დასვენებისვის.  ხელოვნებისა და ფიტნესისადმი გატაცებით, პულმანი ინარჩუნებს თავგადასავლების სულს და გონებაგახსნილ ამბიციას, რამაც 150 წლის წინ გახადა პიონერული ტურისტული ბრენდი. დღეს Pullman-ს აქვს 140-ზე მეტი საკუთრება მთელს მსოფლიოში, მათ შორის ისეთი ფლაგმანი, როგორიცაა Pullman Paris Bercy, Pullman Suzhou Zhonghui დიდ ჩინეთში და Pullman Maldives Maamutaa. Pullman არის Accor-ის წევრი, მსოფლიოში წამყვანი სტუმართმასპინძლობის ჯგუფი, რომელიც ითვლის 5300-ზე მეტ საკუთრებას 110-ზე მეტ ქვეყანაში და მონაწილე ბრენდი ALL-ში – Accor Live Limitless – ცხოვრების სტილის ლოიალობის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალფეროვან გამოცდილებებსა და სერვისებს.

pullman.accor.com | all.accor.com | group.accor.com