თურქეთში მატარებლით ახალი ტურისტული მარშრუტი ამ თვეში ამოქმედდება. ის სათავეს აიღებს ანკარაში, გაივლის კაპადოკიას და ანატოლიას და მარშუტი დასრულდება ქალაქ დიარბაქირში.
„ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ იმისათვის, რომ ხალხმა ნახოს და გაეცნოს რეგიონს და მის კულტურას“, – თქვა დიარბაქირის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა მეჰმედ კაიამ.
პირველი მატარებელი მარშრუტზე 19 აპრილს გავა. გზას – 1051 კილომეტრი მკაცრი უდაბნოებით და მიძინებული ვულკანის თოვლით დაფარული მწვერვალებით – რამდენიმე დღე დასჭირდება. საძილე ვაგონები გათვლილია 180 ადამიანზე. მატარებელში არის რესტორანი. მაგრამ ასევე იქნება გაჩერებები: თითო სამი საათი კაისერისა და მალატიაში, ოთხი ელაზიგში. ეს საკმარისი დრო უნდა იყოს მთავარი ღირსშესანიშნაობების სანახავად და ადგილობრივი კერძების გასასინჯად.
უკან მატარებელი 21 აპრილს დაბრუნდება. მარშრუტი იგივე იქნება. სხვათა შორის, ბილეთები უკვე იყიდება: ცალმხრივი ბილეთის ფასები 230 ევროდან იწყება.