სიდე პატარა ქალაქია, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს ანტალიის სანაპიროზე. დღეს ის ლამაზი ტურისტული ქალაქია, კლასიკური ნანგრევებითა და ულამაზესი ქვიშიანი სანაპიროებით. იგი ოდესღაც პამფილიის ყველაზე დიდი პორტი იყო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ.აღ მე-4 საუკუნეში დაიპყრო.

ქალაქი სავსეა ლამაზი, ვიწრო ქუჩებით, პატარა ბაღებით, ლამაზად გაფორმებული ბარებით, ძვირადღირებული და საშუალო კლასის რესტორნებით. ქალაქის მშენებლობა თარიღდება ძვ.წ. VII საუკუნეში, როდესაც დასავლეთ ანატოლიიდან ჩამოსულმა ელინებმა დაიწყეს ტერიტორიის დაუფლება. სწორედ ბერძნებმა მიანიჭეს ქალაქს სახელი “სიდე”, რაც ბერძნული დიალექტიდან თარგმანში ნიშნავს “ბროწეულს”. ბროწეული ითვლებოდა კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ და მისივე გამოსახულება ამშვენებდა უძველეს მონეტებს.

სიდეს ღირსშესანიშნაობების უმეტესობა თავმოყრილია ქალაქის მთავარ შესასვლელთან. აღსანიშნავია, რომ ცენტრში არის დიდი ბაზარი, სადაც იყიდება ყველაფერი, რაც თქვენ სულსა და გულს გაუხარდება. ამასთან, მყუდრო კაფეები და რესტორნები არის როგორც ცენტრში, ისე სანაპიროებზე. აქ საღამოობით უკრავს ეროვნული ცოცხალი მუსიკა.

ამფითეატრი

სიდეში არის ანტიკური ამფითეატრი, რომლის ნაგებობაც თავისი მასშტაბით ნამდვილად თვალშისაცემია. ძველ საუკუნეებში შენობაში მოედანზე იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები და ამის ყურება ერთდროულად შეეძლო 20 000 ადამიანს. უძველესი ქალაქისკენ მიმავალ გზაზე სტუმრებს ასევე შეხვდება უძველესი თაღოვანი კარიბჭე, რომელიც სიდეს მთავარ შესასვლელად ითვლება.

I საუკუნით დათარიღებული ნაგებობა რომის მმართველის ვესპასიანეს საპატივსაცემოდ აიგო. შენობის სიმაღლე 6 მეტრს აღწევს. იგი ადრე გაფორმებული იყო იმპერატორის ქანდაკებებით, დღეს კი უძველესი ნაგებობიდან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. თეატრის მონახულება შეგიძლიათ დღისით და საღამოობით , როდესაც მეგა შენობა განათებულია ულამაზესად, (სამუშაო საათები 9:00 საათიდან 18:45 საათამდე). არ დაიზაროთ ზედა რიგში ასვლა, რადგან იქიდან იხსნება ზღვის, ქალაქის და შემდეგი ტურისტული ადგილების ულამაზესი პანორამა. აქ ნახავთ ქალაქის აბანოებს,

შადრევანი “ნიმფეუმი”; ელინური კარიბჭე; აპოლონის ტაძარი ათენას ტაძარი და ბედის ქალღმერთის საკურთხეველი.

 

აპოლონის ტაძარი

ქალაქ სიდეს მთავარი ღირსშესანიშნაობა და სიმბოლოა აპოლონის ტაძარი, რომელიც კლდოვან სანაპიროზე მდებარეობს, ზღვის ნავსადგურის მახლობლად. იგი ახ.წელთაღრიცხვით II საუკუნეში ძველი ბერძენი მზის ღმერთის აპოლონის საპატივსაცემოდ აშენდა. X საუკუნეში, ძლიერი მიწისძვრის დროს, ტაძარი თითქმის განადგურდა. დღეს შენობაში შემორჩენილია მხოლოდ ფასადი, რომელიც ხუთი სვეტისგან შედგება და საძირკვლის ფრაგმენტები. მისი ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უფასოდ.

არტემიდას ტაძარი

აპოლონის საკურთხევლის დათვალიერების შემდეგ ვხვდები არტემიდას ტაძარს, რომელიც იყო რომაელთათვის ქალღმერთი არტემიდას, დიანას კულტისადმი მიძღვნილი შენობა. -იგი აშენდა ძვ.წ. II საუკუნეში.