საქაერონავიგაციის თანამშრომლებმა საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრების მიზანი კომპანიაში გამოცხადებული ავიამეთვალყურეების შესარჩევი კონკურსის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო.
საქაერონავიგაციის თანამშრომლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტებს კომპანიის საქმიანობის, ავიამეთვალყურის პროფესიის, ასევე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და შესარჩევი ეტაპების შესახებ. მათ ამომწურავად უპასუხეს სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს სამუშაო სპეციფიკასთან და კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.
ავიამეთვალყურეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს დოკუმენტაციის გამოგზავნა 30 აპრილამდე შეუძლიათ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://airnav.ge/ge/vacancies/67